26 დეკემბერი 2024,   22:34
ვრცლად
რატომ დაამატა ოპოზიციამ ბრიუსელის 12 რეკომენდაციას მეცამეტე - ვინ რა პირობით აპირებს მუშაობას ევროპული მიზნის მისაღწევად

ევროპული რეკომენდაციების შესრულება საქართველოს პარლამენტში, მმართველი გუნდის მხრიდან მალე უკვე სასამართლო რეფორმაზე მუშაობით გაგრძელდება. პროცესი ორშაბათიდან სწორედ ამ საკითხით განახლდება.

ოპოზიციას საკუთარი სასესიო დღის წესრიგი აქვს. ისინი, ვინც მმართველ გუნდთან ერთობლივ კონსულტაციებს არ ესწრებიან, დამოუკიდებელ შეხვედრებს მართავენ. ოპოზიციის ეს ნაწილი დღეს არასამთავრობო სექტორს შეხვდა. მათი გეგმის მთავარ საკითხად კვლავ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება რჩება.

ბოიკოტი ევროპულ მომავალს და ულტიმატუმი მე-13 პუნქტის სახით - ასე აფასებს "ქართული ოცნება" ოპონენტების მოთხოვნას. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კონკრეტული კანონპროექტი ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში არ არის და ის რეალურად ოპოზიციის მხრიდან წაყენებული ულტიმატუმია.

პროცესში ჩართვის სანაცვლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის დაყენება ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკურად არასწორად მიაჩნიათ ოპოზიციის მეორე ნაწილში - პარტიებს, რომლებიც მმართველი გუნდის სამოქმედო გეგმასაც უერთდებიან და უარს არც ოპოზიციასთან კონსულტაციებზე ამბობენ.

ოპოზიციის მიერ დაწყებულ პარალელურ პროცესს და ალტერნატიულ დღის წესრიგზე მუშაობას, "ქართული ოცნება" მათ პარტიულ ინტერესებს უკავშირებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას მმართველი პარტია დეკემბრის შემდეგ, უფრო კონკრეტულად კი, კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში აპირებს.

დღის ამბები