15 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
როდესაც სახელმწიფო თანაზომიერ პასუხს არ უპირისპირებს ისეთ კრიმინალს, როგორიცაა პარლამენტში შეჭრის მცდელობა, ასეთ დროს ქვეყანას ექმნება სამომავლოდ საფრთხე - ირაკლი კობახიძე

"აქ არ არის საუბარი "ქართულ ოცნებაზე" და ხელისუფლებაზე, როდესაც სახელმწიფო თანაზომიერ პასუხს არ უპირისპირებს ასეთ კრიმინალს, მათ შორის, უმძიმესი კრიმინალია პარლამენტში შეჭრის მცდელობა, ასეთ დროს ქვეყანას ექმნება სამომავლოდ საფრთხე. ამიტომ, მაღალი სტანდარტი კი კარგია, მაგრამ მე მგონი ეს სტანდარტი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს იმ სტანდარტებთან, რომელიც არის დასავლეთის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ქვეყნებში. არის უამრავი ქვეყანა, სადაც ობიექტურობის სტანდარტი არის კანონით დაცული.

ჩვენთან ეს არ არის უზრუნველყოფილი, რაც ასევე საზოგადოებას უქმნის პრობლემას. ეს პირდაპირ ეუთო/ოდირის ანგარიშში იყო აღნიშნული, თუმცა აქაც როგორი მდგომარეობა გვაქვს, რომ არის დიაგნოზი. გეუბნებიან, რომ შენ გაქვს რაღაც ავადმყოფობა, მაგრამ მკურნალობა არ შეიძლება. თუ დიაგნოზია რანაირად შეიძლება არ უმკურნალო თუ საზოგადოებას აზიანებს ეს პოლარიზაცია, უბედურება, ფეიკი და ა.შ. როგორ შეიძლება ამ ავადმყოფობას არ უმკურნალო, მაგრამ ასეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ არის დიაგნოზი მაგრამ მკურნალობა არ შეიძლება," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ის კონგრესში შეჭრის ინციდენტზე, სადაც სროლისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ამის შედაგად ასობით ადამიანი იქნა დაკავებული. როგორც კობახიძემ აღნიშნა სახელმწიფოს ფუნქციაა იზრუნოს პრევენციისთვის. მისი თქმით სწორია სათანადო სიმკაცრით კანონის გამოყენება.

"არა მარტო პოლიტიკური კუთხით, სხვადასხვა კუთხით გვაქვს ბევრად უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე თუნდაც დასავლეთის ქვეყნებს. ავიღოთ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები და კონკრესში შეჭრის მცდელობა. გახსოვთ, რომ სროლისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დიდი რაოდენობა ადამიანები იქნენ დაპატიმრებული. ანუ მკაცრი სასჯელი დაუპირისპირდა კონკრესში შეჭრის მცდელობას. რატომ? - პრევენციისთვის. სახელმწიფომ ბუნებრივია პრევენციისთვის უნდა იზრუნოს და პირველ რიგში ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია იმისათვის, რომ ხვალ აღარ მოუვიდეთ აზრად კონგრესში შეჭრა. რა თქმა უნდა, სწორია სათანადო სიმკაცრით კანონის გამოყენება. ჩვენთან რა მოხდა? ჩვენთან იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა, თუმცა თუ არ ვცდები ერთი კაცი იყო ამისთვის დაპატიმრებული, მერე მელია დაემატა და ისინიც გათავისუფლდნენ პოლიტიკური შეთანხმებების საფუძველზე. არც ერთი კაცი არ არის დაპატიმრებული პარლამენტში შეჭრის გამო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტანდარტი არის მაღალი ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის ქვეყნებში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები