15 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
კონგრესმენი ვიქტორია სპარცი ჯო ბაიდენს წერილით მიმართავს და ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის რუსეთთან შესაძლო კავშირებზე ინფორმაციას ითხოვს

აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენს მოუწოდებს გადაამოწმოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის რუსეთთან შესაძლო კავშირები და ინფორმაცია კონგრესს დაუყონებლივ მიაწოდოს. შესაბამისი წერილით შტატების პრეზიდენტს კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა მიმართა და ამ მოთხოვნის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

თავად ვიქტორია სპარცი, უკრაინული წარმოშობის პირველი კონგრესმენია. რაც შეეხება მის მოთხოვნას ერმაკის საქმიანობასთან დაკავშირებით. როგორც კონგრესმენი წერს, ერმაკის საქმიანობისა და რუსეთთან მის შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით ეჭვები სხვადასხვა სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით გაჩნდა, შესაბამისად, კონგრესმა დაუყონებლივ უნდა მიიღოს დეტალური ინფორმაცია, რომ შეძლონ ამ სერიოზული ბრალდებების უარყოფა ან დადასტურება.

"რადგან პრეზიდენტი ზელენსკი ბევრს მუშაობს დასავლეთთან და ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ვაცნობოთ მას, მის გარშემო არსებული საკვანძო ადამიანების ირგვლივ არსებული შეშფოთების შესახებ. ეს ვალდებულებაა უკრაინელი ჯარისკაცებისა და უკრაინელი ხალხის წინაშე, რომლებიც ამ ბრძოლაში თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგისთვის იბრძვიან," - აღნიშნავს კონგრესმენი ვიქტორია სპარცი.

 

დღის ამბები