26 დეკემბერი 2024,   14:05
ვრცლად
ილონ მასკი twitter-ს აღარ შეიძენს - ის კომპანიასთან 44 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას წყვეტს

ილონ მასკი twitter-ს აღარ შეიძენს - ის კომპანიასთან 44 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას წყვეტს. ინფორმაციას "ვაშინგტონ პოსტი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმების შეწყვეტის მიზეზი კომპანია twitter-ს ​მხრიდან გარიგების პირობების შეუსრულებლობა და პლატფორმაზე არსებული ყალბი ანგარიშების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე უარი გახდა.

სოციალურ ქსელ twitter-თან შეთანხმების ოფიციალურად შეწყვეტის შემთხვევაში, ილონ მასკს ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრება.

დღის ამბები