26 დეკემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ვთვლი, რომ დეპუტატის კითხვას ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს - დავით მათიკაშვილი ყაველაშვილისა და ხუნდაძის წერილებს ეხმაურება

პასუხის პასუხი კელი დეგნანს "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატისგან. მმართველი გუნდიდან წასული კანონმდებლების წერილები ბოლო ორი დღეა პოლიტიკურ სპექტრში განხილვის საგანია.

"ქართული ოცნების" წევრები დიმიტრი ხუნდაძის წერილს გამოეხმაურნენ და აცხადებენ, რომ მნიშნელოვანია დეპუტატმა ყველა კითხვა დასვას და პარტნიორმა ამ კითხვებს უნდა უპასუხოს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ხუნდაძის განცხადებაში ხაზგასმული იყო დასავლური მიმართულებით ქვეყნის განვითარება.

"დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში ხაზგასმულია მნიშვნელობა დასავლური მიმართულებით ქვეყნის განვითარებისკენ. თუკი დეპუტატი თვლის, რომ კითხვები უნდა დასვას, რომელიც ამომრჩეველს აწუხებს, ბუნებრივია უნდა დასვას. ამას შეიძლება გაეცეს პასუხი და შეიძლება არაა ეს ადრესატზეა დამოკიდებული,"- აცხადებს სარჯველაძე. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი დეპუტატის განცხადება იმსახურებს გააზრებულ პასუხს.

"არ ჩავალ კონკრეტულ დეტალებში, ვთვლი რომ ნებისმიერი დეპუტატის განცხადება, წერილი იმსახურებს გაანალიზებულ და გააზრებულ პასუხს, მითუმეტეს ჩვენი სტრატეგიულიპარტნიორი საელჩოსგან, რომელთანაც 30 წელია მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, შესაბამისად ვთვლი, რომ დეპუტატის კითხვას ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს,"- დავით მათიკაშვილი

დღის ამბები