26 დეკემბერი 2024,   22:17
ვრცლად
"ქართული ოცნების" საკრებულოს წევრებმა პარტია დატოვეს - რა პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა მათ გადაწყვეტილებას 

ლაგოდეხში, ჭიათურაში, თერჯოლასა და ახალციხეში "ქართული ოცნების" საკრებულოს რამდენიმე წევრის მიერ თანამდებობისა და პარტიის დატოვებას ოპოზიცია ცენტრალური ოფისიდან მართულს უწოდებს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მათ არ გაჰკვირვებიათ კოლეგების გადაწყვეტილება.

"არ გამკვირვებია ნამდვილად, ვფიქრობ, რომ სამეფო კარის თამაშების მორიგი სერიალია დაწყებული საქართველოში და სწორედ ეს ბატონი გაგას განცხადებაც გახლავთ გაგრძელება იმ თამაშებისა, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს," - აღნიშნა  ლაგოდეხის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან", ევა ლომთაძე.

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია ამბობს, რომ ყველა ადამიანის გადაწყვეტილება პატივსაცემია. 

"ზოგადად ჰქონდა მას აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება და მიიღო თავისი გადაწყვეტილება. ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და შესაბამისად, პატივს ვცემთ თითოეული მათგანის გადაწყვეტილებას," - აცხადებს  კახა ჯამბურია.

ჭიათურაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარისთვის. ალექსანდრე ციცქიშვილი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია.

დღის ამბები