"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი პაატა მანჯგალაძე, დღეს, კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს. როგორც თავად განმარტავს, საუბარი არ შეეხება პოლიტიკურ ვითარებას და გეგმებს, მას ამ ეტაპზე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს.
"ადრეც იყო სურვილი რომ შევსულიყავი, უბრალოდ კორონას რეგულაციების გამო ვერ მოხერხდა. ეს არის წმინდა ჰუმანიტარული მიზნებისთვის სააკაშვილის მონახულება და პოლიტიკასთან არაფერი აქვს საერთო.
"გირჩისგან" განსხვავებით, არანაირ პოლიტიკურ საკითხებზე საუბარს არ ვაპირებ მიხეილ სააკაშვილთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანის მდგომარეობა და ჯანმრთელობა. მე შევთავაზებ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს დაცული," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.