ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ელჩმა ქართულ მხარეს მისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი