15 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირ შტურმი საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე - შალვა პაპუაშვილი 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო.

პაპუაშვილის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ხედავენ, რომ დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირ შტურმი საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა საუბარი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება სინამდვილეში სხვა ადამიანის მიერ იმართება.

"ძალიან მნიშვნელოვანი და დროული მიმართვა იყო. ბოლო პერიოდის განმავლობაში რასაც ვხედავთ არის ის, რომ დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირ შტურმი საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე. რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ განმარტება, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩის განმარტება, რომ რაც შეეხება ტერმინ დეოლიგარქიზაციას, ამაში იგულისხმება ზოგადად ეკონომიკური გავლენის მქონე ადამიანების გავლენის კონტროლი ან შემცირება ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებზე. თავის თავში ეს გულისხმობს არა ინდივიდუალურ ადამიანებს, არამედ უპირველეს ყოვლისა ინსტიტუციების გაძლიერებას. 

ხდება გამრუდება იმ აზრის, რომელიც ჩადო ევროკავშირმა და ამის გამოყენება შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის. ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლოგარქია, ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სონამდვილეში სხვა ადამიანის მიერ იმართება. ეს არის ქართული დემოკრატიის პირდაპირი შეურაცხყოფა.

საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს ამ ქვეყანას,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები