15 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
მუდმივად უტრიალებენ ივანიშვილის თემას, მუდმივად ებრძვიან ამ ერთ ადამიანს გაშმაგებით - გიორგი ცაგარეიშვილი

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან და ოპოზიცია ცდილობს ივანიშვილისგან მტრის ხატის შექმნას. 

"მუდმივად უტრიალებენ ივანიშვილის თემას, მუდმივად ებრძვიან ამ ერთ ადამიანს გაშმაგებით. ებრძვიან მედიის საშუალებით, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ აქტორების აქტიური ჩართულობით. უნდათ ამ ადამიანისგან შექმნან მტრის ხატი, მიმდინარეობს აწყვეტილი, აღვირ ახსნილი კამპანია მის მიმართ. ამას წერტილი უნდა დაესვას ბოლო-ბოლო",- აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

განცხადება ამავე საკითხთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა და პრემიერის მიერ დღეს გამოქვეყნებული წერილი შეაფასა. 

"რა თქმა უნდა, თავის მიერ დაფუძნებული პარტიის შედეგად დატოვებულ ამ თამაშის წესებს, ბუნებრივია, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ვიყენებთ. ეს იყო ერთი მიმართულება, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა ამ განცხადებით და მეორე, რა თქმა უნდა, როდესაც ნარატივი აქვს ერთვგვარი რადიკალურ ოპოზიციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ამავდროულად, მათ უნდათ რომ როგორმე არეულობა მოხდეს ქვეყანაში და ჩაერთოს საქართველო საომარ პროცესებში, ამის საწინააღმდეგოდ, ამ განცხადებაში მითითებულია ის, რომ არანაირი მტკიცებულება ერთის მხრივ, არ არის იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი ერევა პოლიტიკურ პროცესებში, მით უმეტეს ვინმეზე ზეგავლენას ახდენს და მეორე ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს ეს ნარატივი, რასაც ჰქვია საქართველოში არეულობა“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები