26 დეკემბერი 2024,   14:37
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი დღეს კლინიკაში პაატა მანჯგალაძემაც მოინახულა - რას აცხადებენ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ექიმი და ადვოკატი

"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ, კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. დეპუტატი იზიარებს ექიმების და ოჯახის წევრების განცხადებას იმის თაობაზე, რომ სათანადო სამედიცინო დახმარების მიწოდებისთვის სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არის საჭირო. პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მას ყოფილ პრეზიდენტთან პოლიტიკურ პროცესებსა და გეგმებზე არ უსაუბრია.

"დამოუკიდებლად, წვეთოვანების გარეშე გადაადგილება არ შეუძლია, შინაგანად, სულიერად არის მხნედ. რაც შეეხება გადაყვანასთან  დაკავშირებით, როგორც ექიმები და ადვოკატები გვეუბნებიან, დიაგნოზიდან გამომდინარე საქართველოში შესაბამისი, ადეკვატური სერვისის მიწოდება სრულფასოვნად არ არის შეუძლებელი. ამიტომ არის დაყენებული საკითხი, რომ გადაყვანილი იქნას უცხოეთში, შესაბამის კლინიკაში და ამას, მე, როგორც ერთი პარლამენტის წევრი, ამ ინიციატივას მხარს ვუჭერ," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პერიოდულად საჭირო ხდება გარკვეული   ლაბორატორიული კვლევების გამეორება, რაც ამ ეტაპისთვის უკვე გაკეთებულია.

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის საჭირო დასკვნის მოსამზადებლად უცხოელი ექსპერტების ჩართვაზე საუბრობს მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. მისი თქმით, უცხოელმა ექსპერტებმა დასკვნისთვის მოითხოვეს დიაგნოზები და ჯანმრთელობის ისტორია.

 

დღის ამბები