26 დეკემბერი 2024,   14:26
ვრცლად
როგორ გამოიყურება სამყარო, რომელსაც რამდენიმე მილიონი სინათლის წელი გვაშორებს - მსოფლიომ გალაქტიკის შეუცნობელი ადგილები ჯეიმს ვების ტელესკოპით დაათვალიერა

მეცნიერმა ალექს ლოკვუდმა გალაქტიკების დასათვალიერებლად შეგვამზადა და ნასას 18-წლიანი მუშაობის შედეგი წარადგინა. ვარსკვლავების, პლანეტების, მათ შორის არსებული ბნელი მატერიების გროვა და ასობით მილიონი სინათლის წელი დედამიწიდან, დაახლოებით, ორი საათის წინ მსოფლიომ ის სამყარო დაათვალიერა, რომელიც ამ დრომდე მიუწვდომელი იყო.

ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი, ჩვენ ახლა რეალურად ვხედავთ იმ სივრცეს, რომთანაც 7 600 მილიონი სინათლის წელი გვაშორებს.

ეს არის პლანეტა დედამიწის ცაზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა გემის ხერხემლის ნისლეული, მასზე ახალდაბადებულ ვარსკვლავებთან ერთად, მრავალი, მზეზე დიდი მნათობი ჩანს.


ჩვენთან მეტად ახლოს სტეფანის კვინტეტია. აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ რაღაც 290 მილიონი სინათლის წლის მოშორებით. მის შესახებ ამ დრომდეც ვიცოდით, თუმცა მისი ასეთი დეტალური ფოტო არასდროს გვქონია. გამოსახულება 1000 ფოტოსგან შედგება.

ნასას მეცნიერები რამდენიმე საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში დეტალურად აღწერდნენ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ ფოტოებს, თუმცა მათან სულ პირველი კადრი თანადედამიწელებს გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარუდგინა.

დღეს ნამდვილად არცერთი ტექნოლოგიური გამოგონება არ აღემატება ჯეიმს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპს, რომელზეც 90იანი წლებიდან საუბრობენ და ფიქრობენ. მისი მშენებლობა კი 2004 წელს დაიწყეს. მას შეუძლია დააფიქსიროს შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და მკვეთრი ინფრაწითელი გამოსახულება, რაც კი აქამდე არსებულა.

"თითის წვერზე ქვიშის მარცვალი რომ დადო, ეს იქნება სამყაროს ის ნაწილი, რომელიც ფოტოზეა. თქვენ ხედავთ გალაქტიკებს, რომლებიც სხვა გალაქტიკების ირგვლივ ანათებენ. ის სინათლე რომელსაც თქვენ ფოტოზე ხედავთ, 13 მილიარდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოძრაობდა. ჩვენ ვიცით, რომ სამყარო დაახლოებით ამდენივე ხნისაა, ჩვენ თითქმის საწყისს ვუბრუნდებით. ტელესკოპი იმდენად ზუსტია, რომ შესაძლებელი იქნება პლანეტების დანახავდა მისი ქიმიური აგებულებით," - აცხადებს ნასას ადმინისტრატორი ბილ ნელსონი. 

დღის ამბები