15 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
სოზარ სუბარი - საინტერესო იქნება, ქალბატონმა დეგნანმა თქვას, ისევ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფილანტროპია?

პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს მიმართავს:

"საინტერესო იქნება ქალბატონმა დეგნანმა თქვას, ისევ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ფილანტროპი, რომელსაც უზარმაზარი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, თუ როგორც ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი ამბობს, ის არის ოლიგარქი."

მისი თქმით, როცა ვლაპარაკობთ დეპოლარიზაციაზედეოლიგარქიზაციაზე, თუ რამდენად ასრულებს მმართველი გუნდი 12 პუნქტიან გეგმას, ამაზე ელჩის აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

"როდესაც საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ბატონი უილიამ კორტნი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, ძალიან მაინტერესებს ეს არის ერთი პიროვნების აზრი, თუ ეს არის ის აზრი, რომელსაც შეიძლება ქალბატონი კელი დეგნანიც იზიარებდეს. საინტერესო იქნება ქალბატონმა დეგნანმა თქვას, ისევ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ფილანტროპი, რომელსაც უზარმაზარი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, თუ როგორც ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი ამბობს, ის არის ოლიგარქი. როცა ვლაპარაკობთ დეპოლარიზაციაზედეოლიგარქიზაციაზე, თუ რამდენად ასრულებს მმართველი გუნდი 12 პუნქტიან გეგმას. ამაზე ელჩის აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები