ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას, რომ საქართველოს დეოლიგარქიზაცია ქართულ პოლიტიკის ბიძინა ივანიშვილის გავლენებისგან გათავისუფლებას ნიშნავს, მმართველ პარტიაში ეხმაურებიან. "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას ზღვარგადასულს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი, როგორც კრიმინალების მფარველი ევროპარლამენტარის, ნაკლები ნდობა აქვს.
"როგორც ჩანს, "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელმაც ქვეყნის შიგნით ვერაფერი ვერ შეძლო, ახლა ჩართო ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ძალიან უხეში ფორმით გამოიყენა. ქალბატონი რასას გამონათქვამები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ყველანაირ ზღვარს სცდება. პერსონალიზაცია პიროვნებების დონეზე დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობაში, არის დაუშვებელიც და მიუღებელიც. ეს არ არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და ტრადიცია. ამგვარი რამ არსად გვხვდება, მათ შორის არც უკრაინაში.
მოწოდებები, რომ პატრიოტებმა ქვეყანა დატოვონ და საქართველოში გამრავლდნენ ნაძირლები - დარჩება მოწოდებად, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და როცა ქალი ევროპარლამენტარი კრიმინალების მფარველი ხარ პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით, ქალი პარლამენტარი, რომელიც მხოლოდ იმას ქადაგებ, რომ მერაბიშვილი, ახალაია, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და არ გამიკვირდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქალბატონმა რასამ თქვას, რომ მეგის ქარდავაც პოლიტპატიმარია, მე ესეთი ევროპარლამენტარის ნაკლებად მჯერა," - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.