15 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე იმდენი ხანია რიგგარეშე სესიაზე საუბრობენ, რომ უკვე მალე მორიგი სესია მოვა - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, რაც არ უნდა რიგგარეშე სესია იქნეს მოწვეული, უმრავლესობის გარეშე ვერანაირ გადაწყვეტილებას და კანონს ვერ მიიღებს ოპოზიცია.

 "უკვე იმდენი ხანია, ამაზე საუბრობენ, რომ ახლა უკვე მალე მოვა მორიგი სესია. ასე რომ, მგონი, მორიგ სესიამდე ვერ შეთანხმდებიან, მარტივი მიზეზის გამო, თვითონაც ხვდებიან, რომ დღის წესრიგი არ აქვთ ამ სესიისთვის. რაზეც ისინი საუბრობენ, ეს არის მხოლოდ რადიკალიზაციის სურვილი. გარდა ამისა, რაც შეეხება ხელმოწერებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხედავთ, საჯაროდაც ჩანს, რომ ოპოზიციის ლამის ნახევარი საზღვარგარეთ არის.

რაღაც პროექტი ინიცირებულია და ეს განვიხილოთ - ეს არის არაინკლუზიური, პოლარიზაციის ხელშემწყობი მიდგომა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაც არ უნდა რიგგარეშე სესიების მოწვევა იყოს, უმრავლესობის გარეშე ვერანაირ გადაწყვეტილებას, კანონს ვერ მიიღებს ოპოზიცია. ამიტომ, მათ სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ იყვნენ იმ სამუშაო პროცესის მონაწილე, რომელიც მიმდინარეობს ყოველდღიურად, არ აქვთ,"– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები