რიგგარეშე სესიის მოთხოვნა პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა. პარტიები, რომლებიც საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში არ მონაწილეობენ, ამბობენ, რომ თავდაპირველად საშემოდგომო სესიაზე ერთობლივად მხარდაჭერილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება უნდა მოხდეს, რათა ერთად მუშაობის შესაძლებლობა გაჩნდეს.
12 პუნქტის შესრულებაზე "ქართულ ოცნებასთან" ერთად სამუშაო პროცესში ჩართული ოპოზიცია კი კოლეგებს კეთილგონიერებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
დანიშნავს თუ არა პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას? - რეგლამენტის მიხედვით, გადაწყვეტილების მისაღებად სალომე ზურაბიშვილს 48 საათი აქვს. თუ პრეზიდენტი შესაბამის აქტს არ გამოსცემს, სხდომის დანიშვნა- არდანიშვნა პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა განსაზღვროს.