კონგრესში ინიცირებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ - სენატორებმა ჯინ შაჰინმა და მიტ რომნიმ ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს.
2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი მიუთითებს აშშ-ის ადმინისტრაციას შეიმუშაოს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში, რომელმაც კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა ევროპული და გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდგომ.
კანონპროექტის მიხედვით, შავი ზღვის რეგიონი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.