26 დეკემბერი 2024,   14:55
ვრცლად
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

"გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, ტელეკომპანია "მთავარი არხის" თანამშრომელთა შორის გამართული კერძო საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს," - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მუსიკოსმა და პოლიტიკოსმა, გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) გადაცემაში "უცნობის კიდობანი" ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, "მთავარი არხის" გადაცემის Post-Factum-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას და ამავე გადაცემის თანამშრომლების საუბარია მოცემული.

დღის ამბები