საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, გასვლითი სხდომა გამართა ბათუმში. სხდომაზე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის, სახმელეთო ტრანსპორტის და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს.
ასევე განიხილეს სამომავლო გეგმები და არსებული გამოწვევები. კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა მინისტრის მოადგილეებიც.