15 ნოემბერი 2024,   14:00
ვრცლად
როგორი იქნება სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილება რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით და რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკოსებს

სალომე ზურაბიშვილი რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად, ვადა დღის ბოლომდე აქვს.

ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა - ნაწილი, რომელიც სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობს აცხადებს, რომ თუ რიგგარეშე სხდომა არ ჩაინიშნება, ისინი კანონპროექტზე მუშაობას გააგრძელებენ და სესიების განახლებისთანავე დააინიცირებენ.

ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ყველა პოლიტიკური პარტიის ერთად მუშაობას მიიჩნევს სწორად. "ქართული ოცნების” შეფასებით ის, რომ რადიკალური ოპოზიცია არ მონაწილეობს სამუშაო ჯგუფებში, გამიზნული საბოტაჟია, რომელიც პროცესს აზიანებს. მმართველი გუნდი თვლის, რომ ოპოზიციის ამგვარი ქცევა ემსახურება ერთადერთ სურვილს, ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და დაკარგოს პროევროპული კურსი.

ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ 12 პუნქტის შესრულება მნიშვნელოვანია. 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია და უნდა მივუბრუნდეთ 12 პუნქტის შესრულებას. ამისთვის საჭიროა, რომ პარლამენტმა რიგგარეშე სესია მოიწვიოს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელს არ შეუწყობს ბოიკოტირებას ხელისუფლების მხრიდან ამ ხელის შეშლის პროცესს", - აცხადებს დოლიძე.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევას აზრი არ აქვს. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევას ახლა აზრი არ აქვს.

"ოპოზიცია რომელიც ბოიკოტს და საბოტაჟს უცხადებს ევროინტეგრაციის პროცესს, ის ითხოვს რიგგარეშე სესიის მოწვევას. 

ოპოზიციამ თქვა, რომ ამ ევროინტეგრაციის პროცესში მივიღებ მონაწილეობას თუ ბარიერი დაიწევსო, ანუ მათთვის სუბიექტურად სასარგებლო გადაწყვეტილება თუ არ მიიღე ისე ევროინტეგრაციის პროცესში არ მიიღებენ მონაწილეობას",- აცხადებს მაჭარაშვილი. 

დღის ამბები