დონალდ ტრამპმა, ამერიკის შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, - ამის შესახებ მან ნიუ იორკ მეგეზინთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩემს თავში უკვე მივიღე ეს გადაწყვეტილება, ასე რომ მასზე ამიერიდან გავლენას ვერაფერი მოახდენს", - თქვა ტრამპმა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, როდის განაცხადებს ამის შესახებ, ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე, თუ შემდეგ. თუმცა გამარჯვებაში დარწმუნებულია.