მოძრაობა "აიიას" წარმომადგენელი ვატო შაქარაშვილი მოსალამრთლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთ წევრს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს:
"ეს არის უდიდესი დიპლომატიური და პოლიტიკური სკანდალი! ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, დაუყოვნებლივ მოითხოვდა ამ ადამიანების გაწვევას!
რას ნიშნავს?! ეს რა ურთიერთობის ფორმაა?! ეს არ არის სასამართლოს საქმეში უხეში ჩარევა?! ეს არ არის ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში შელახვა?!
ეს საქართველოა და არა ბანანის რესპუბლიკა!
ქართველებს ბატონის გამოცვლისთვის არ გვიბრძოლია! ჩვენ თავისუფლებისთვის და რეალური დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით!"- წერს ვატო შაქარაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მას ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით მიღებული განაჩენის შემდეგ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა ელჩის სახელით მისგან გარკვეულწილად ახსნა-განმარტება მოითხოვა:
"მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან(ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი,"- აცხადებს ლაშა ჩხიკვაძე.