პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა საბჭოს წევრებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის ანგარიში, 2022 წლის 5 თვის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, სადაზღვევო სფეროში ჯანსაღი კორპორატიული მართვის თანამედროვე მეთოდების და ელემენტების დანერგვა, მათ შორის კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში.
"სადაზღვევო სფეროს ზრდის კარგი პოტენციალი გააჩნია, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამ კუთხით ბევრია გასაკეთებელი, საჭიროა დამოუკიდებელი დირექტორის ინსტიტუტის შემოღება," - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
ისაუბრეს სადაზღვევო სექტორის გამოწვევებზეც.