დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების მხარდასაჭერად - შესაბამისი ტრენინგ-სემინარი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შედგა.
ტრენინგი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მომუშავე მედიასაშუალებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.