15 ნოემბერი 2024,   13:56
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი წალენჯიხაში იმყოფებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, წალენჯიხაში იმყოფებოდა. ის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საკრებულოს წევრებს შეხვდა, რომლებმაც ელჩს წალენჯიხაში, როგორც ერთადერთ ოპოზიციურ მმართველობაში მყოფი მუნიციპალიტეტის პრიორიტებები და არსებული სიტუაცია გააცნეს. კელი დეგნანის ვიზიტი სამეგრელოში საღამოს დასრულდება.

"შევხვდი წალენჯიხის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, გვქონდა საინტერესო დისკუსია. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, წალენჯიხის პრიორიტეტებზე, მათ შორის განათლებაზე. ასევე იმ შესაძლებლობებზე, რაც ახალგაზრდებისთვის არის განსაზღვრული, მასწავლებელთა უნარებზე. ვისაუბრეთ ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ერთად ვიმუშავებთ სამომავლო შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე. ჩვენ ასეთი შესაძლებლობები უნდა შევუქმნათ არამხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ დანარჩენ მოსახლეობასაც", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. 

დღის ამბები