15 ნოემბერი 2024,   13:57
ვრცლად
მივიჩნევ, რომ ჩემი პატიმრობა არის პოლიტიკური შინაარსის - სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამაიას პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს

სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს, ეს არის პირველი სხდომა მეორე ინსტანციაში.

საქმე ეხება რუსთავი ორის ქონებრივი უფლების გაფლანგვას, რაზეც ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას ორივე მხარე ასაჩივრებს. დღეს მხარეები ისმენენ შესავალ სიტყვებს.

პროცესს ნიკა გვარამიაც ესწრება, მან სიტყვის უფლებით ისარგებლა.

მისი განცხადებით, ის საკუთარ თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. ნიკა გვარამია ასევე გამოეხმაურა პირველ ინსტანციაში მისი საქმის განმხილველი მოსამართლის წერილსაც. 

"მე მივიჩნევ, რომ ჩემი პატიმრობა არის პოლიტიკური შინაარსის. მე არ ვიცი საერთოდ ეს რას ემსახურება, მოსამართლის ეთერებში სიარული თუ ტარება, რას ემსახურება ზემდგომი სასამართლოს მხრიდან მოწოდებები. ვზივარ აქ იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის ვიბრძვი. შეგვიძლია შევცვალოთ ხელისუფლება, მაგრამ ეს დაჯდება ძალიან ძვირი ისტორიულად ძვირი ქვეყნისთვის - ამიტომ, ჩვენ ეს არ გვინდა, ამიტომ მთავარია ხელისუფლების გადაცემა მშვიდ ვითარებაში",- აცხადებს ნიკა გვარამია. 

დღის ამბები