15 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
ადვოკატი ზვიად კორძაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში არსებულ ახალ დეტალებზე საუბრობს

ადვოკატი ზვიად კორძაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში არსებულ ახალ დეტალებზე საუბრობს. მისი განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ირკვევა, რომ 2022 წლის 16 ივნისს საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა "თიბისი" ბანკის ყალბმა აქციონერმა იან მალკოლმ ჰოქმა.

ზვიად კორძაძე ამბობს, რომ საქალაქო სასამართლომ კვლევის და იმის დადგენის გარეშე, იყო თუ არა მალკომი "თიბისი" ბანკის რეალური აქციონერი გასცა განჩინება, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აეკრძალათ "თიბისი" ბანკიდან ნებისმიერი დივიდენდის მიღება და განკარგვა.

"სასამართლოს გამოაქვს განჩინება და არააქციონერი პირის მხრიდან არააქციონერ პირებს უკრძალავს TBC ბანკში დივიდენდის მიღებას. ეს არის არააღსრულებადი განჩინება, წარმოუდგენელია ამ განჩინების არსებობა თვითონ სამართლებრივი სისტემისთვის, ამიტომ, თუ რაღაცას არ მიაქცია ყურადღება სასამართლომ, თუ რაღაცა შეეშალა ეს მისი გასასწორებელია, მაგრამ ამ განჩინების არსებობა ამ ეტაპზე გვაძლევს იმ დასკვნის საფუძველს, რომ ეს არის გაგრძელება იმ დევნისა, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც გამოიხატა სისხლის სამართლის განაჩენში," - განაცხადა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

დღის ამბები