15 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ევროდეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ - რა იქნება შეხვედრის მთავარი თემა სამოქალაქო სექტორთან

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროდელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება. მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან გააკეთეს კომენტარი თუ რა იქნება დელეგაციის წევრებთან შეხვედრის მთავარი თემა.

"ჩვენი საუბრის თემა იქნება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტი. ცალკე ჩვენ ვისაუბრებთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, რამდენიმე კვირის წინ სამოქალაქო ორგანიზაციებმა წარმოვადგინეთ შინაარსობრივი მხარე, როგორ უნდა განხორციელდეს ეს 12-პუნქტიანი რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციებში ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი არის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა და ამ საკითხებზეც გვექნება აქცენტი შეხვედრაზე,"-  განაცხადა "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა გურამ იმნაძემ.

ფონდ ღია საზოგადოების წარმომადგენლის ხატია ჯინჯიხაძის განცხადებით, განხილვის მთავარი თემა იქნება ის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც სამოქალაქო სექტორმა წარადგინა.  

 

დღის ამბები