15 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
ევროდელეგატებს სახალხო დამცველიც შეხვდა - რა შეკითხვები ჰქონდა ევროპარლამენტარებს ომბუდსმენთან

ევროპარლამენტის წევრები ამ წუთებში პარლამენტში იმყოფებიან. იწყება შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, მანამდე ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს შეხვდნენ.

მესამე სექტორთან შეხვედრაზე მთავარი თემა ის საკითხები იყო, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციების მუშაობის გაძლიერებას ეხება. საუბარი იყო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასა და საარჩევნო სისტემაში გასატარებელ ცვლილებაზე. არასამთავრობოების განცხადებით, ევროპარლამენტარები ელოდებიან, რომ ხელისუფლება ფუნდამენტურ რეფორმებს განახორციელებს. სახალხო დამცველი ევროპელ კანონმდებლებს ევროინტეგრაციის მიმართულებით, მის მანდატზე ესაუბრა.

"მათი მხრიდან საჭიროა უფრო მეტი სიცხადის შეტანა, მათ შრის ეს დაწყებული პროცესი და ფორმატი რამდენად მისაღებია, რამდენად სწორად ხდება ამ პუნქტების შესრულების ინტერპრეტაცია, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან თუ ოპოზიციის მხრიდან, კარგი იქნება თუ შეიქმნება სამუშაო ფორმატები შეიქმნება  და უფრო რეგულარული გახდება, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაციის მუდმივი გაცვლა იქნება.

როგორც მივიღე ინფორმაცია, დელეგაციის წევრებისგან ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა უკვე გაიმართა ევროკომისიასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, კარგი იქნება თუ ამ ტიპის შეხვედრების შესახებ, მათ შრის კომისიის მხრიდანაც მოხდება საჯარო ინფორმირება. ასევე აინტერესებდათ ჩემი პოზიცია თუ რა მოლოდინები მაქვს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესის მიმართ. აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინსტიტუტი," - აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

დღის ამბები