15 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
როცა არსებობს ჭორები, სპეკულაციები და განცხადებები, რომლებიც არ ეფუძნება ფაქტებს, ეს ქართველ ხალხს ძალიან აბნევს - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ეთანხმება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ნედ პრაისის მიერ გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნავს, რომ ჭორები და სპეკულაციები არ არის გზა, რომლითაც პარტნიორები კომუნიკაციას უნდა ამყარებდნენ.

"ნედ პრაისმა თქვა, რომ ეს არ არის ის გზა, რომლითაც პარტნიორები ერთმანეთთან კომუნიკაციას უნდა ამყარებდნენ. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე დიპლომატი ვარ, მე აქ წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს, შესაბამისად, ის რაც აქ მოხდება, მე ამას პირადად არ მივიღებ როგორც ელჩი.

მე წარმოვადგენ ამერიკელ ერს და შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ის, რაც ბატონმა პრაისმა თქვა ნამდვილად სწორია, რომ ჩვენ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ, ერთმანეთს პარტნიორულად უნდა მოვეპყროთ. სწორედ ეს არის პრიორიტეტი,  როცა არსებობს ჭორები, სპეკულაციები და განცხადებები, რომლებიც არ ეფუძნება ფაქტებს, ეს ქართველ ხალხს ძალიან აბნევს, რაც ჩემი აზრით ნამდვილად არ დაეხმარება დიალოგს.

ყველაზე ეფექტური მიდგომა იქნება თუ განვიხილავთ ერთმანეთში განსხვავებულ აზრებს. მანამდეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ სრულიად ბუნებრივია უთანხმოების არსებობა პარტნიორობაში, მეგობრობაში. ეს ყველამ იცის. მაგრამ საუკეთესო გზა ამის არასაჯაროდ განხილვაა, მაგრამ თუ გიწევს, მაშინ საჯაროდ.

ჩვენ გვაქვს შემთხვევებზე გაკეთებული განცხადებები, გამოვხატეთ შეშფოთება მთავრობის ქმედებებზე, რაც არ ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას და ნამდვილად არ ეხმარება საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. მე როგორც დიპლომატი ვამჯობინებ ჩართული ვიყო არასაჯარო დისკუსიაში, სადაც ერთმანეთს პატივს ვცემთ,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები