აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეზე გავლენის მოხდენას შეერთებული შტატების საელჩოდან არავინ ცდილობდა.
"სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან ჩვენი მუშაობა ორიენტირებულია, რომ დავეხმაროთ საქართველოს განავითაროს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა იმისთვის, რომ გამოტანილი გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს კანონს, წარდგენილ მტკიცებულებებს და ამ გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად ხდებოდეს.
სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ აქ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ზეწოლა არ მოდის აშშ-ის საელჩოსგან.
მოხარული ვარ, რომ მქონდა მოსამართლეებთან შეხვედრის პატივი და ამ შეხვედრებზე განვიხილეთ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც აშშ-ს საქართველოსთან აქვს და ეხმარება საქართველოს, რომ ჰქონდეს უფრო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა და ეს არის ძალიან წარმატებული თანამშრომლობა.
აშშ-ის საელჩოში არავინ არის ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლისა და გავლენის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე ან გავლენის მოხდენას რომელიმე საქმეზე გადაწყვეტილებაზე. სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ხაზს უსვამს ისეთი მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების გამოტანის უნარს, რომლებიც ეფუძნება კანონსა და წარდგენილ მტკიცებულებებს,"- განაცხადა კელი დეგნანმა.