26 დეკემბერი 2024,   15:17
ვრცლად
მე არ მინახავს ბიძინა ივანიშვილი 2 წელია და არ მაქვს არანაირი ფაქტი, რომ თვითონ კარნახობს რომელიმე პოზიციას - სალომე ზურაბიშვილი

უსვამენ თუ არა დასავლელი პარტნიორები შეკითხვებს პრეზიდენტს არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილი 2 წელია არ უნახავს და არც არანაირი ფაქტი აქვს, რომ ის ვინმეს პოლიტიკას კარნახობს.

"მე მისვამენ შეკითხვებს და მაქვს ჩემი პასუხები. ჩემი პასუხია, რომ მე არ მაქვს ნიშანი, მაგალითად ჩემზე, რომ არის ჩარევა. პირველივე დღიდან, რაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ თქვენ დამოუკიდებელი იქნებით და არავინ ჩაერევა საქმიანობაში. გარდა ახლა რა თავდასხმებიც მოდის პრეზიდენტზე, მაგრამ ჩარევა ნამდვილად არ ყოფილა.

ამას ვეუბნები უცხოელებს, რომ პირადად მე არ მინახავს ბიძინა ივანიშვილი 2 წელი გახდა და არ მაქვს არანაირი ფაქტი, რომ თვითონ კარნახობს რომელიმე პოზიციას. შეიძლება ზოგადად ვიღაცებთან ჰქონდეს საუბარი და თავის პოზიციებს უზიარებდეს, რაც ნორმალურია, მაგრამ სხვა - მე ფაქტი არ მაქვს," - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები