26 დეკემბერი 2024,   15:19
ვრცლად
მე დეპოლარიზაციის მიზნით 3 ადამიანი შევიწყალე, გასამდა და დამთავრდა - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დეპოლარიზაციის მიზნით სამი ადამიანის - უგულავას, ოქრუაშვილის, რურუას შეწყალების შემდეგ, ის ვინმეს შეწყალებას აღარ აპირებს და ამჯერად დეპოლარიზაციაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ.

მისი თქმით, კრიტიკულ დროს ნიკა გვარამიას პროცესის ჩანიშვნა გაუგებარი იყო და ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანა:

"მე დეპოლარიზაციის მიზნით ავიღე ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად. 3 ადამიანი შევიწყალე, გასამდა და დამთავრდა. დღეს ამ დეპოლარიზაციაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თვითონ ხელისუფლებამ, რომ არ გადადგას უდროული ნაბიჯები. არანაირად არ იყო საჭირო ყველამ ვიცით და ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები