27 აპრილი 2024,   17:53
ვრცლად
ბოლო ათწლეულში პირველად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა

ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა. 0.50%-ით გაზრდის შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთი 0%-იან ნიშნულს გაუთანაბრდა, როცა აქამდე, ევროზონაში საპროცენტო განაკვეთი -0.5% იყო. 

რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთების, დაკრედიტების და ინფლაციის მაჩვენებელზე ახდენს გავლენას. რეფინანსირების განაკვეთი აღნიშნავს იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რა პროცენტშიც ეროვნული ბანკი ხაზინიდან კომერციულ ბანკებზე ასესხებს თანხას. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა პირდაპირპროპორციულად გაზრდის კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთს.

გადაწყვეტილების მიზეზად რეკორდული, მზარდი ინფლაცია და ეკონომიკური კრიზისი დასახელდა. თუმცა, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ანალიტიკოსები მონეტარული პოლიტიკის ასეთ მკვეთრ ცვლილებას არ ელოდნენ - მათი დიდი ნაწილი რეფინანსირების განაკვეთის 25 პუნქტით გაზრდას წინასწარმეტყველებდა. 

 

დღის ამბები