საქართველომ საშულო დონის დემოკრატიის სტატუსი, "წარმომადგენლობითი მთავრობის" დონემ კი მაღალი შეფასება მიიღო.
გლობალური შეფასებების ცენტრმა -" დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტმა" დემოკრატიის გლობალური შეფასების განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა.
ორგანიზაცია აფასებს მსოფლიოს 173 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე დემოკრატიის დონეს და ქვეყნებს ყოფს 5 კატეგორიად - 1. მაღალი დონის დემოკრატია, 2. საშუალო დონის დემოკრატია, 3. დაბალი დემოკრატია, 4. ჰიბრიდული რეჟიმი და 5. ავტოკრატია.
პოლიტიკური პარტიების თავისუფლების კრიტერიუმის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 35 ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19-ე ადგილზე გავიდა და გაუსწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ მრავალ და ბალტიიპირეთის ყველა ქვეყანას. საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის დასახელდა, რომლებმაც ბოლო 10 წელიწადში დემოკრატიზაციის გზაზე მდგრადი და მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს.
პლატფორმა "დემოკრატიის მრავალფეროვნების" შეფასებით საქართველო დემოკრატიის 10 წლიანი პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში და დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
"დემოკრატიის საერთაშორისო ინსტიტუტის შეფასება ძალიან კარგია. საქართველომ მიიღო დემოკრატიის საშუალო დონე, ხოლო წარმომადგენლობითმა მთავრობამ მაღალი დონის შეფასება დაიმსახურა. რაც მნიშვნელოვანი და კარგია იმისათვის, რომ ქვეყანა წინ პროგრესირდეს და ყველა იმ წარმატებაზე დაყრდნობით და ყველა იმ ფაქტორზე დაყრდნობით, რომელიც გაუმჯობესდა, სამომავლოდ დემოკრატიული განვითარება ეკონომიკურ წინსვლაშიც აისახოს," - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა