15 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
ევროპარლამენტარების ჯგუფმა დაინახა, რომ ხელის შემშლელი ევროინტეგრაციის პროცესში არის ოპოზიციის ქმედებები - გურამ მაჭარაშვილი

შესაძლოა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის, ხელისუფლების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთოს. განცხადება ლევან ბეჟაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, პარტიაში ამ საკითხზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა, ასევე იგეგმება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც კონსულტაციებიც.

სახის შენარჩუნებისთვის გზების ძიება,- ასე ეხმაურებიან "ქართულ ოცნებაში" "ნაციონალური მოძრაობის" სამუშაო ჯგუფებში შესაძლო ჩართულობის გადაწყვეტილებას. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციას ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინა. პარალელურად ამ წუთებში პარლამენტში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა იწყება. მთავარი თემა რეკომენდაციების შესრულება და სამომავლო გეგმები იქნება.

"ოპოზიცია, როგორც წესი ვერასდროს ვერ ყალიბდება ერთიან პოზიციაზე, თუნდაც მცდარზე, მაგრამ ერთიან პოზიციაზე ვერასდროს ვერ ყალიბდება. ამიტომაცაა, რომ ყოველთვის გაეხვევიან ხოლმე პოლიტიკურ გაუგებრობაში, ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში", ჯერჯერობით არ არის ერთიანი პოზიცია ამ სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით კარგი ის არის, რომ ევროპარლამენტარების ამ ჯგუფმა, რომელიც იყო ჩამოსული, დაინახა სწორედ ის საფრთხე რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომ ხელის შემშლელი ევროინტეგრაციის პროცესში, სამწუხაროდ არის ოპოზიციის ქმედებები", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  გურამ მაჭარაშვილი. 

 

დღის ამბები