"ნაციონალური მოძრაობა" არ აპირებს "ოცნებასთან" ერთად სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩართვას. ლევან ბეჟაშვილი ადასტურებს, რომ ვერსია "ნაციონალურ მოძრაობაში" განიხილებოდა, თუმცა გადაწყდა, რომ პარტია მხოლოდ საკომიტეტო ფორმატში ჩაერთვება.
ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე ოპოზიციის ნაწილი დამოუკიდებლად იმუშავებს. განიხილავს კანონპროექტებს, რომელსაც შემდეგ საშემოდგომო სესიაზე წარადგენს. განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
"პარტიაში უმრავლესობა ფიქრობს და ეს არის საპარლამენტო ფრაქციის უმრავლესობაც, რომ ღია საპარლამენტო ფორმატებში, ინსტიტუციონალიზებული ფორმატებში მუშაობა არის მართებული. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ცუდი გამოცდილება სამუშაო ჯგუფებში თანამშრომლობის "ქართულ ოცნებასთან", იგივე საერთო სასამართლოების ჯგუფის შესახებ. სამუშაო ჯგუფი, რომელიც 8 თვის განმავლობაში მხოლოდ 3-ჯერ შეიკრიბა.
"ქართულ ოცნებას", რომ არ მივცეთ დროის გაწელვის საშუალება, კონკრეტული კანონპროექტები მოხდება მათი ინიციირება კონკრეტული კანონპროექტების ინიციირება მოხდება კომიტეტების სხდომებზე, ბიუროს სხდომებზე და შემდეგ ვალდებულება ექნება ქართულ ოცნებას, რომ ეს პლენარულ სხდომებზეც განიხილოს",-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.