"ოდესის დაბომბვა, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ დღეში მოხდა, არის ძალადობრივი ქმედება, რომელიც დაგმობილი უნდა იყოს," – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერის" სოცქსელში წერს.
"ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც საკუთარ სიტყვას და არც გლობალურად არსებულ ჰუმანიტარულ და მომარაგებასთან დაკავშირებულ ვითარებებს," – წერს სალომე ზურაბიშვილი.
რუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტი დღეს დაბომბეს.