04 მაისი 2024,   14:49
ვრცლად
ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, 2 პალესტინელი დაიღუპა, არიან დაშავებულები

ორი პალესტინელი დაიღუპა და 12 დაშავდა ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის დროს. როგორც ცნობილია, სროლა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ნაბლუსში მოხდა.

"ალ ჯაზირას" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის ძალები შუაღამისას ძველ ქალაქში შეიჭრნენ და ერთ-ერთი სახლი ალყაში მოაქციეს, ისმოდა სროლა და აფეთქების ხმაც. პალესტინის ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ისრაელის მიერ განხორციელებული მორიგი კრიმინალური ქმედება იყო.

ბრალდებებს უარყოფს ისრაელი. ოფიციალური უწყება განმარტავს, რომ ოპერაციისას ტერორისტების ლიკვიდაცია მოხდა.

დღის ამბები