15 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
ცილისმწამებლური კამპანიის კულმინაცია იყო გუშინ, როცა კითხვა მოიცავდა პასუხსაც, შეურაცხყოფას, დისკრედიტაციას, ყველაფერს, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია - შალვა პაპუაშვილი

ერთადერთ რამეს მოვუწოდებ მედიას - ნაცვლად იმისა, რომ შეაბიჯონ პოლიტიკის სფეროში, ჟურნალისტიკის ეთიკური სტანდარტი დაიცვან, ჩვენ ეს ვნახეთ გუშინ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკურ პარტიებს ტემპერატურის აწევა უჭირთ და ამისთვის ხან მედიას იყენებენ, ხან - არასამთავრობო სექტორს

"მართალია, ამას გუშინ ნაჩქარევი შეფასებები მოჰყვა, მაგრამ შემდგომ როდესაც ნახა ყველამ, როგორი ფორმით იყო ეს კითხვა დასმული, ამაში არ იყო არაფერი, რასაც აქვს საერთო ეთიკურ ჟურნალისტიკასთან. ჩვენ რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე. არავითარი ლეგიტიმური კითხვა არ არსებობს. ერთ-ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა რაღაც "დაგუგლა". "დაგუგვლაზე", რომ ჟურნალისტი ააგებს კითხვას და ააწყობს სიუჟეტს, ეს აჩვენებს სწორედ, რამდენად მართალი იყო ეუთო/ოდირი, როცა ამბობდა, რომ მედიის ნაწილი პოლიტიკურ აქტივისტად არის ქცეული. სავარაუდოდ, ამ ჟურნალისტმა არც კი იცის, რა როლი აქვს გია კობახიძეს ნათამაშები საქართველოს ისტორიაში, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. სავარაუდოდ, არც კი იცის, ვისზე და რას საუბრობს. ეს არის პრობლემა. არანაირი ლეგიტიმაცია არ ჰქონდა ამ კითხვას, რომლის საფუძველიც იყო ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს მიმართ ცნობილია დეზინფორმაციით. სერიოზულობის მარცვალი მაინც ხომ უნდა იყოს?

რაც შეეხება ვერბალურ გაცვლა - გამოცვლას, სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ და მათ შორის ირაკლი კობახიძეც, რომ მთავარი გამოწვევა ქართული დემოკრატიის და საღი პოლიტიკური დისკუსიის არის ის მაპოლარიზებელი რიტორიკა, რომელიც წახალისებულია მათ შორის, მედიის მხრიდან. ამ კითხვის მიზანი რა იყო? - ვხედავთ, რომ უჭირთ პოლიტიკურ პარტიებს ტემპერატურის აწევა და ამ დროს თავად ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დისკრედიტირებულები არიან, ცდილობენ სხვა აქტორების გამოყენებას. ეს ხან არის მედია, ხან არასამთავრობო სექტორი. ჟურნალისტებს მოგიწოდებთ, რომ ნაცვლად ზედაპირული მსჯელობისა, უფრო სიღრმეებში ჩახვიდეთ და დაუბრუნდეთ ჟურნალისტური საქმიანობის საწყისებს, რომელიც ეთიკურ ჟურნალისტიკას და მაყურებლამდე ინფორმაციის მიტანას გულისხმობს და არაა თქვენ შეფასებას", - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები