15 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის წერილი ძალიან ბევრ საინტერესო მინიშნებას შეიცავს, გვირჩევნია სიღრმეში არ შევიდეთ და საზოგადოებამ თვითონ გამოიტანოს დასკვნები

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით საუბრობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება ბევრ საკითხზე საჯაროდ ვერ საუბრობს, თუმცა წერილმა, ქვეტექსტებით ნაწილობრივ გასცა პასუხები არსებულ კითხვებს.

"სერიოზული კითხვები გააჩინა, ბუნებრივია, ამ წერილმა. თუმცა, სიღრმეში არ გვინდა შესვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს და დღესაც გავიმეორებთ, რომ კულისებში ხდება იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ეს საჯაროდ ხდება ხოლმე ცნობილი. არის რაღაც საკითხები, რაზეც ჩვენ საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ, იმის გამო რომ რაღაცებს უნდა გავუფრთხილდეთ. ამ შემთხვევაში, ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წერილით, ძალიან ბევრი რამ იკითხება ამ წერილიდან, მათ შორის ქვეტექსტებიც არის  ძალიან მკაფიო. ჩვენ გაგვიჭირდება სიღრმეში შესვლა, ზედმეტად კომენტირება. საზოგადოება თვითონ წაიკითხავს ამ წერილს და ალბათ თვითონ გამოიტანს დასკვნებს.

რისკები, ბუნებრივია, რჩება გარკვეულწილად, ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ეს ბატონი ბიძინას მოწოდება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად, როგორც ხელისუფლება, ასევე საზოგადოება, არის აბსოლუტურად რელევანტური. ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ევროკავშირთან. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღებაც, რისთვისაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდება და ჩვენ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები წარიმართოს,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები