15 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
გვინდა მოუწოდოთ ამ რევოლუციონერებს, შეწყვიტონ საბოტაჟი და შემოუერთდნენ ამ სამუშაო ჯგუფს - ირაკლი ზარქუა სტრატეგიულ პარტნიორებს მიმართავს

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, პარტიების ერთობლივი მუშაობაა საჭირო. მათი თქმით, ოპოზიციის ნაწილის მიერ დაწყებული პარალელური სამუშაო პროცესი ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ვერ წაიყვანს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა სტრატეგიულ პარტნიორებს მოუწოდებს, მკაცრად დასვან საკითხი, ოპოზიციის ეს ნაწილი შემოუერთდეს სამუშაო ჯგუფს. 

"კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მათ წარმომადგენლებს, რომ იქნებ თქვენ მკაცრად დასვათ საკითხი და მოუწოდოთ, რომ ეს არ არის ის ნაბიჯი, რაც ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე გვჭირდება. ჩვენ გვინდა თქვენგან მხარდაჭერა, რომ მოუწოდოთ ამ რევოლუციონერებს, რომ შეწყვიტონ ეს საბოტაჟი და შემოუერთდნენ ამ სამუშაო ჯგუფს. დღეს მედია გარემო გაცილებით თავისუფალია, გაცილებით მრავალფეროვანია. თუ რამე ხარვეზები და შეცდომებია, და ეს დიდ დეოკრატიებშიც ხდება, ერთად გამოვასწოროთ," - ამბობს ირაკლი ზარქუა.

 

დღის ამბები