15 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
გურამ მაჭარაშვილი ფრაქცია "ქართულ ოცნებას" ტოვებს

გურამ მაჭარაშვილი ფრაქციას "ქართულ ოცნებას" ტოვებს. როგორც თავად განმარტავს, პარტიის პოლიტიკასთან და იდეებთან შეუთავსებლობა არ აქვს და სრულად იზიარებს "ოცნების" რიტორიკას, თუმცა საჭიროდ მიიჩნევს, საქმიანობა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა გააგრძელოს, რადგან არ სურს გუნდს უხერხულობა შეუქმნას. 

როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნებიდან" წასულ სამ დეპუტატს, დიმიტრი ხუნდაძეს, სოზარ სუბარსა და მიხეილ ყაველაშვილს შეუერთდება. 

შესაბამისად, გურამ მაჭარაშვილი ტოვებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობასაც. 

"მივიჩნიე საჭიროდ, რომ დავტოვო ფრაქცია ქართლი ოცნების წევრობა. ქართულ ოცნებასთან მე არასოდეს არ მქონია და არ მაქვს რაიმე ტიპის პოლიტიკური შეუთავსებლობა. პირიქით, მიმაჩნია, რომ ის კურსი, რაც ჰქონდა და აქვს, არის სწორი. უბრალოდ, ამ ეტაპზე, მივიჩნიე საჭიროდ, როგორც ჩემმა კოლეგებმა, რომ არ ჩავარდეს უხერხულობაში პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე გუნდი, ამიტომ ჩვენ დამოუკიდებლად, გავაგრძელებთ იმ  ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისათვის, რომელიც არის საჭირო. პარტიასაც, რა თქმა უნდა, ვტოვებ, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში რასაც დავაკვირდი, ამართლებს ის პოლიტიკა, რომ ზომიერად საჭირო ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

 

დღის ამბები