03 სექტემბერი 2026,   19:31
ვრცლად
ორი ახალი რეკრეაციული სივრცე ვარკეთილში - ახალი მწვანე დაახლოებით 3 ჰექტარს მოიცავს

სამგორის რაიონის გამგეობა ორ ახალ რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. ახალი მწვანე ზონა ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში დაახლოებით 3 ჰექტარს მოიცავს . ზემო პლატოს მიმდებარე ტერიტორიაზე კი მოსასვენებელი სივრცე 1 ჰექტარზე მოეწყობა.

ორივე ტერიტორიაზე დაგეგმილია საბავშვო მოედნების, ტრენაჟორების და მოსასვენებელი ადგილების განთავსება. აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან ჯამში, 4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

დღის ამბები