15 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
როგორც "ქართული ოცნების ხელისუფლებამ მიხედა და დააფასა მთის ხალხი, ასეთი რამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია - თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მესტიაში "სვანეთობის" აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს. საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ მომავალში ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება იმისათვის, რომ მთა და მათ შორის სვანეთი, კიდევ მეტად გაძლიერდეს.

"ქართული ოცნების ხელისუფლებამ რომ მიხედა და დააფასა მთის ხალხი, იქნებოდა ეს საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში თუ დასავლეთ მთაში, ასეთი რამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია. ამიტომ, მინდა რომ ჩვენმა მთავრობამ, რომლის ნაწილიც მაქვს პატივი, ვიყო, იცოდეს რომ ჩვენ მთის ხალხი ამას ძალიან ვაფასებთ. წინ არის ძალიან ბევრი სხვა საქმეც - ბატონმა პრემიერ მინისტრმაც ბრძანა, რომ ბევრი სხვა პროექტიც არის განსახორციელებელი იმისათვის, რომ მთა და მათ შორის სვანეთი კიდევ მეტად გაძლიერდეს. მე მინდა ყველას, სვანებს, გისურვოთ ამ რეგიონში კიდევ მეტი პასუხისმგებლიანი ტურისტი, კიდევ მეტი კეთილდღეობა. ასევე, ტურიზმის გარდა, სხვა ეკონომიკური მიმართულებებიც გაძლიერებულიყოს, უფრო მეტი პროექტი დაფინანსებულიყოს და ისინი, ვინც ბარში მიდიან რომ განათლება მიიღონ, მიდიან საზღვარგარეთ, დაბრუნებულიყვნენ სვანეთში ისე, როგორც თავის დროზე ჩვენ წავედით, ვისწავლეთ და შემდეგ სამშობლოში დავბრუნდით", - აცხადებს თეა წულუკიანი.

დღის ამბები