15 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
გიორგი ვაშაძე აცხადებს, ოპოზიცია პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ ყველა პროცედურაში იღებს მონაწილეობას,  "ქართული ოცნება" კი კონსტიტუციას არღვევს

ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიათა ნაწილი მოლაპარაკებებს მესამე სექტორთან განაგრძობს. ისინი კიდევ ერთხელ განმარტავენ, თუ რატომ იღებენ მონაწილეობას ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში. 

"ოპოზიციამ რიგგარეშე სესიის მოწვევა მოვითხოვეთ, სადაც სესიაზე და საკომიტეტო მოსმენებზე ყველა თემა ოფიციალურ სამუშაო პროცესში მოქმედებაში მოსულიყო. ვინ გამოუცხადა ამას ბოიკოტი? -"ქართულმა ოცნებამ", ვინ არღვევს კონსტიტუციას? "ქართული ოცნება", ვინ არ შედის სასესიო დარბაზში? - "ქართული ოცნება". ოპოზიცია პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ ყველა პროცედურაში იღებს მონაწილეობას, მათ შორის, გენდერული საბჭოს სხდომაში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი კი ოპოზიციის ნაწილს მოუწოდებს, ვიწროპარტიული ინტერესების გვერდზე გადადონ და ქვეყნის ინტერესები წინ დააყენონ.

დღის ამბები