15 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
"მიუვალ მთებში არ დარჩეთ, გთხოვთ, სახლში ცოცხლები დაბრუნდით გმირებო!" - არჩილ თალაკვაძე გუდაურის ტრაგედიაზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე გუდაურში, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მიუვალ მთებში არ დარჩეთ, გთხოვთ, სახლში ცოცხლები დაბრუნდით გმირებო!" - წერს თალაკვაძე.

ცნობისთვის, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა. ვერტმფრენის ბორტზე, ეკიპაჟის წევრების გარდა, იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარის შესახებ დეტალები ზუსტდება და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

დღის ამბები