27 დეკემბერი 2024,   15:14
ვრცლად
30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება - პრემიერი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

გუდაურთან ახლოს თეთრი არაგვის ხეობაში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში ეხმაურება და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო.

ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას.

მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები