10 ივნისი 2026,   09:44
ვრცლად
საგზაო წესებთან დაკავშირებული ჯარიმების შემსუბუქება და დაბალანსება - ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გადახედვის შესახებ კონსულტაციები გრძელდება

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გადახედვის შესახებ კონსულტაციები გრძელდება.

განხილვის პროცესში შეფასდება საგზაო უსაფრთხოებაზე არსებული გავლენა და მოქალაქეებისთვის ჯარიმებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი.

ცვლილებების მიზანია, საგზაო უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება და მოქალაქეების ინტერესების დაცვა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მორიგი ცვლილებები 2 დღის წინ დააანონსა. რეფორმა ითვალისწინებს საგზაო წესებთან დაკავშირებული ჯარიმების შემსუბუქებასა და დაბალანსებას იმის მიხედვით, თუ რა დონის გადაცდომას ან კანონდარღვევას ექნება ადგილი და რამდენად პროპორციული იქნება გადაცდომასთან მოქმედი ჯარიმები.

დღის ამბები