26 დეკემბერი 2024,   21:55
ვრცლად
ვინ იყო პილოტი, რომელიც დღეს თეთრი არაგვის ხეობაში ჩამოვარდნილ სამაშველო ვერტმფრენს მართავდა

შვეულმფრენს, რომელმაც დღეს თეთრი არაგვის ხეობაში კატასტროფა განიცადა და ვარდნის შედეგად აფეთქდა, პილოტი ზაზა ლორია მართავდა.

"ის 35 წელი პილოტი იყო და უამრავი ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს.

დიდება გმირებს,"- წერია სოციალურ ქსელში, "საქართველოს სამხედრო ძალის" ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

გუდაურთან, ხევში ჩავარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაციისთვის გაფრენილი ვერტმფრენის აფეთქებას ბორტზე მყოფი 8 პირი ემსხვერპლა - ეკიპაჟის წევრები, მაშველები და მედიკოსები.

დღის ამბები